პროექტის სახელი:’’შემოდგომა სამცხე–ჯავახეთში’’
პროექტის მოკლე აღწერა:შემოდგომის სურათის აღწერა სამცხე–ჯავახეთში
პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები აღწერენ შემოდგომის შემოსვლას სამცხე–ჯავახეთში.აღწერენ თუ როგორ იცვლის შემოდგომით ბუნება სახეს სამცხე–ჯავახეთში,როგორ იცვლება კლიმატი,ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას მოსავლის აღების პროცესში,გადაიღებენ სურათებს,აღბეჭდავენ ფოტოებზე თუ როგორ ემზადება ხალხი ზამთრის შესახვედრად.
ბავშვები ინტერვიუს აიღებენ სოფლის უხუცესებისგან იმის სესახებ თუ რა ტრადიციები იყო ძველად სამცხე–ჯავახეთში შემოდგომასთან დაკავშირებით და რაა ახლა.რომელი ძველი ხალხური და ლექსი სემორჩა მათ მეხსიერებას.
ბავშვები მოიძიებენ ინტერნეტში საინტერესო მასალას სამცხე–ჯავახეთისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის კლიმატისა და წეს–ჩვეულებების შესახებ.
მონაწილეთა ასაკი:11–14.
ვადების ხანგძლივობა: 1 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ჯგუფური მუშაობები,მოძიებული მასალის და ინფორმაციის ბლოგზე განთავსება.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნეს:ფოტოალბომები,ჩანახატებისა და ინტერვიუების ჩანაწერები,შექმნილი ბლოგი.
სარგებელი სხვებისთვის:ბავშვები ეცნობიან სამცხე–ჯავახეთისა და ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ბუნებას,კლიმატს,ტრადიციებს,ხალხურ შემოქმედებას.იქმნება მათ მიერ ახალი ბლოგები,ფოტოალბომები,რითიც ისინი ეჩვევიან კომპიუტერთან და ინტერნეტში მუშაობას.
სამუშაო ენე:ქართული.
საგნებთან/სასწავლო ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:გეოგრაფია,ისტორია,ბიოლოგია,ბავშვებს გაუღრმავდებათ საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიყვარული,დაინტერესდებიან მათი განსხვავებული ტრადიციებით და ბუნებით,ისწავლიან ინტერნეტ–პროექტების კეთებას ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით.
პროექტის ხელმძღვანელი:თამარ წილკაური
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:tamunatsiklauri5@gmail.com